სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინტენსიური პრევენციისა და სანიტარული მითითებები განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა

09:03, 12.06.2020

სამხრეთ კორეაში, სადაც „კოვიდ-19“-ის ახალმა შემთხვევებმა ზრდა დაიწყო, ინტენსიური პრევენციისა და სანიტარული მითითებები განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა.

ახალი შემთხვევები ყოველდღიურად ორციფრიანი მაჩვენებლით იზრდება, რადგან ახალი კლასტერი დედაქალაქ სეულში გაჩნდა.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრმა, პარკ ნინ-ჰუმ განაცხადა, რომ ახალი მითითებები იმოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე ყოველდღიური ზრდა ერთნიშნა ციფრამდე არ შემცირდება.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 12,000-ს გადასცდა. სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ით სულ 277 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი