სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინტენსიური პრევენციისა და სანიტარული მითითებები განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა
სამხრეთ კორეაში, სადაც „კოვიდ-19“-ის ახალმა შემთხვევებმა ზრდა დაიწყო, ინტენსიური პრევენციისა და სანიტარული მითითებები განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა.
ახალი შემთხვევები ყოველდღიურად ორციფრიანი მაჩვენებლით იზრდება, რადგან ახალი კლასტერი დედაქალაქ სეულში გაჩნდა.
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრმა, პარკ ნინ-ჰუმ განაცხადა, რომ ახალი მითითებები იმოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე ყოველდღიური ზრდა ერთნიშნა ციფრამდე არ შემცირდება.
ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 12,000-ს გადასცდა. სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ით სულ 277 ადამიანი გარდაიცვალა.