სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში ბოლო 50 დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა – გასული დღე-ღამის განმავლობაში 40 ახალი შემთხვევა.

ახალი შემთხვევებიდან 36 სეულში, ერთ-ერთი ლოჯისტიკური კომპანიის კლასტერთან არის დაკავშირებული. „როიტერის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ზე ტესტი კომპანიის 3600 თანამშრომელს ჩაუტარეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ოფისები დროებით დახურეს და იქ ახლა დეზინფექცია მიმდინარეობს.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის სულ 11 265 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 269 ადამიანი.

ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, დღეს სამხრეთ კორეის სკოლებში სასწავლო პროცესი ორი მილიონი ბავშვისთვის განახლდა.