საპროტესტო აქციები ევროპაში – „მოამბე“ პარიზიდან 

21:56, 30.10.2026

საფრანგეთი მორიგი საპროტესტო ტალღის მოლოდინში.

შაბათ-კვირას პარიზსა და სხვადახვა ქალაქში დაგეგმილი გამოსვლების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხოების მკაცრ ზომებს იღებენ. უქმე დღეებზე უსაფრთხოებას და წესრიგს 70 000 პოლიციელი დაიცავს, გამოჰყავთ ჯავშანმანქანები, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ ავიაციასაც. ხელისუფლება დემონსტრანტებს ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში უმკაცრეს რეაგირებაზე აფრთხილებს. ერთი დღით ადრე აქციების ორგანიზატორები და ხელისუფლება დემონსტრაციების მარშრუტებზე ვერ თანხმდებიან. არასრულწლოვნების გარკვეული კატეგორიისთვის პარიზში მოქმედებს კომენდანტის საათი, აქციების გამართვის მხრივ შეზღუდვები ნარჩუნდება ცალკეულ ადგილებზე. კიდევ უფრო მძიმე სურათია იტალიაში – გაძვირებული ხარჯების გამო დაწყებულმა ანტისამთავრობო მასშტაბურმა გამოსვლებმა იტალიის დედაქალაქი და არაერთი ქალაქი მოიცვა. რამდენიმე პროფკავშირის ორგანიზებით ეროვნული გაფიცვა დაიწყო. მილანში საფრთხის მაღალი დონე გამოცხადდა.

მასობრივი აქციები ევროპის ქვეყნებში, – პირდაპირ ეთერში ვრთავთ საფრანგეთის დედაქალაქს, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი, ლევან ახალაია და ვახო ლეკიაშვილი იმყოფებიან.

მსგავსი