სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

08:24, 27.04.2020

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან შვიდი იმპორტირებულია.

ქვეყანაში ვირუსით სულ 10738 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია – 243. ასევე, 47-მა ადამიანმა იზოლაცია დატოვა. სამხრეთ კორეაში ვირუსისგან, საერთო ჯამში, 8764 ადამიანი განიკურნა.

მსგავსი