სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან შვიდი იმპორტირებულია.
ქვეყანაში ვირუსით სულ 10738 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია – 243. ასევე, 47-მა ადამიანმა იზოლაცია დატოვა. სამხრეთ კორეაში ვირუსისგან, საერთო ჯამში, 8764 ადამიანი განიკურნა.