სანკტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის მთავარი შტურმანი დაიღუპა

11:41, 12.11.2026

სანკტ-პეტერბურგის გარეუბანში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ქვეშ იყო დამონტაჟებული და ის დისტანციურად იმ დროს აამოქმედეს, როდესაც სამხედრო პირი ტერიტორიის დატოვებას აპირებდა.

დაღუპული პოლკოვნიკი რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის მთავარი შტურმანი იყო.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი