ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკული მხარის აზრით, ომის შესაჩერებლად უარი უნდა ვთქვათ საკუთარ ტერიტორიაზე, დამოუკიდებელ ქვეყანასთან ასე საუბარი შეუძლებელია და ეძებენ ამ მიდგომის შეცვლილ ვარიანტს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკული მხარე ძალიან ხშირად აყენებს დონბასის საკითხს, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ნაწილია.
„მათი აზრით, ამ ომის შესაჩერებლად ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე უარი უნდა ვთქვათ. იცით, დამოუკიდებელ ქვეყანასთან ასე საუბარი შეუძლებელია. ამიტომ ისინი ამ მიდგომის რაიმე სახით შეცვლილ ვარიანტს ეძებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულება ევროპის მონაწილეობის გარეშე უსამართლო და შეუძლებელიც იქნება.