ყაზახეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ყაზახეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდისა და სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დააკავეს „სამრუკ-ყაზინას“ (Samruk-Kazyna) სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი ნურლან ჟაკუპოვი და სარკინიგზო კომპანია „ყაზახსტან ტემირ ჟოლის“ (Kazakhstan Temir Zholy) გამგეობის თავმჯდომარე ელჟას ოტინშიევი, სხვა, არასახელდებულ პირებთან ერთად.
„სამრუკ-ყაზინა“ (Samruk-Kazyna) მართავს მსხვილ აქტივებს ყაზახეთის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში; მათ შორისაა ეროვნული ავიაკომპანია „ეირ ასტანა“ (Air Astana) და სახელმწიფო ნავთობგაზის კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ (KazMunayGaz). იგი ფლობს 100%-იან წილს კომპანია „ყაზახსტან ტემირ ჟოლიში“ (Kazakhstan Temir Zholy), რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო ბაზარზე აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადება.