სამხრეთ კორეამ, აშშ-მა და იაპონიამ იაპონიის ზღვაში წვრთნები დაიწყეს
სამხრეთ კორეამ, აშშ-მა და იაპონიამ იაპონიის ზღვაში წვრთნები დაიწყეს. მედიის ცნობით, მანევრებში 60-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი, აშშ-ის საჰაერო ძალების 40-მდე თვითმფრინავი და საზღვაო ქვეითთა კორპუსის თავდასხმის თვითმფრინავები მონაწილეობს.
გარდა ამისა, ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობას იღებს კორეული გამანადგურებელი. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანია უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
აღნიშნული წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშინგტონში სამ ქვეყანას შორის რაკეტსაწინააღმდეგო და წყალქვეშა თავდაცვის რეგულარული წვრთნების შესახებ დაიდო შეთანხმება. წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო წვრთნა ჩაატარა და ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, რამაც კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის გამწვავება გამოიწვია.