სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის შედეგად შვიდი პატიმარი დაიღუპა
სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის შედეგად შვიდი პატიმარი დაიღუპა და 17 დაშავდა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, არეულობა ციხეში ადგილობრივი დროით 19:15 საათზე დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის შემდეგ კონტროლის დამყარება შეძლეს.
შემთხვევის შედეგად სამართალდამცველები არ დაშავებულან. მიმდინარეობს გამოძიება.