იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა
იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 12 ბავშვია.
დასავლური მედია წერს, რომ გადატვირთული ნავი დაიშალა, როდესაც ბორტზე მყოფი 150-ზე მეტი ადამიანი ცდილობდა, კალაბრიის რეგიონში, სანაპირო ქალაქ კროტონესთან ნაპირზე გადასულიყო.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ადამიანი ამ დრომდე იძებნება. სანაპირო დაცვის სამსახურმა 80 მიგრანტის გადარჩენა შეძლო.
ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გავიდა, ავღანეთის, პაკისტანის, სომალისა და ირანის მოქალაქეები გადაჰყავდა. ერთი გადარჩენილი მიგრანტი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავი ჩაიძირა მას შემდეგ, რაც ის უამინდობისა და ღელვის გამო კლდეს შეეჯახა.