სამხრეთ აფრიკელი ექიმები ადგილობრივ ახალგაზრდა მოსახლეობაში „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ

12:24, 28.11.2021
People line up to get on the Air France flight to Paris at OR Tambo International Airport in Johannesburg, South Africa, Friday Nov. 26, 2021. A slew of nations moved to stop air travel from southern Africa on Friday in reaction to news of a new, potentially more transmissible COVID-19 variant that has been detected in South Africa. Scientists say it is a concern because of its high number of mutations and rapid spread among young people in Gauteng, the country's most populous province. (AP Photo/Jerome Delay)

სამხრეთ აფრიკელი ექიმები ადგილობრივ ახალგაზრდა მოსახლეობაში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო,  შეშფოთებას გამოთქვამენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ იუწყება.

„20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს დავადების საშუალო და მძიმე ტიპი აღენიშნებათ, რომელთაგან ზოგი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. მათგან დაახლოებით 65 პროცენტი ვაქცინირებული არ არის, ხოლო დანარჩენი უმრავლესობა მხოლოდ პირველი დოზითაა აცრილი. ვშიშობ, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები გადაიტვირთება“, – განაცხადა იოჰანესბურგის ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა რუდო მატივამ.

მისივე თქმით, საჭიროა, სასწრაფო მომზადება, რათა სახელმწიფო საავადმყოფოებს საშუალება მიეცეთ, გაუმკლავდნენ პაციენტთა პოტენციურად დიდ ნაკადებს, რომლებსაც ინტენსიური მკურნალობა დასჭირდებათ.

„ვიცით, რომ ახალი შტამი გვაქვს. ყველაზე უარესი სცენარი ისაა, რომ „დელტას“ შტამის მსგავსად მოქმედებს ორგანიზმზე და ჩვენ მზად უნდა გვქონდეს შესაბამისი საწოლები“, – დაამატა მატივამ.

მსგავსი