სამხრეთ აფრიკაში რაგბის მატჩი ბეჰემოთების შემოსევამ შეწყვიტა [ვიდეო]

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთით, ქალაქ ცანინში, სარაგბო მატჩი ბეჰემოთების შემოსევის გამო შეწყვიტეს, – იტყობინება გამოცემა „ფარ ნორთ ბალეტინი“.

კლუბ „ლეტაბას“ მინდორზე დაახლოებით ათამდე ბეჰემოთმა შეაბიჯა. ზოგიერთმა ბალახის ჭამა დაიწყო. როგორც აღნიშნავენ, სტადიონთან ახლოს არის მდინარე ლეტაბა, სადაც ცხოვრობენ ეს ბეჰემოთები.

ვიდეოს უკანა პლანზე ჩანს ტაბლო. თამაშის შეწყვეტის მომენტში, „ლეტაბა“ 21:12-ს უგებდა „ბესოკერს“.