სამივე ქართველი მეოთხედფინალში | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
13:18, 27.10.2018
აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, დღეს მამაკაცთა შორის მედლები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება და მათ მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძვის.
ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ.) შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა, პაპინაშვილმაც (60 კგ.) შეძლო. მსოფლიოს ჩემპიონატის მოქმედმა პრიზიორმა, ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც ტურნირზე მარგველაშვილის მსგავსად მერვედფინალიდან ჩაერთო, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსულ რუსს, ბესლან მუდრანოვს შეხვდა და დამატებით დროში მოუგო. გადამწყვეტი იპონი ამირანმა, ოქროს ქულისთვის ბრძოლის დაწყებიდან ერთ წუთში შეასრულა. მეოთხედფინალში პაპინაშვილის მეტოქე, ბელგიელი იორე ვერშტრაენერი იქნება.
თანაგუნდელების მსგავსად, მერვედფინალიდან წარმატებით ჩაერთო ლუხუმ ჩხვიმიანიც (60 კგ.) ჩინელ რილჟ სუს, მან ორ წუთში ვაზარი აუღო, შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე კი შებოჭვაზეც დაიჭირა და საბოლოოდ ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.