სამი ქართველი რუსული ლიგის რჩეულებში - ტაბიძე კარგად ართმევს, დავითაშვილს დრიბლინგები გამოსდის, მელქაძე სასარგებლოა
სამი ქართველი რუსული ლიგის რჩეულებში - ტაბიძე კარგად ართმევს, დავითაშვილს დრიბლინგები გამოსდის, მელქაძე სასარგებლოა

სტატისტიკის საერთაშორისო საფეხბურთო გვერდის, Whoscored-ის მაჩვენებლებით, ჯიმი ტაბიძე ართმევებში ერთ-ერთი გამორჩეულია. საფეხბურთო კლუბ „უფას“ და საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი, საშუალოდ, შეხვედრაში მეტოქეს ბურთს 2.9-ჯერ ართმევს. პირველ ადგილზე “კრილია სოვეტოვის” მოლდაველი ნახევარმცველ ალეკსანდრ გაცკანია.

საშემოდგომო ეტაპის სტატისტიკა რუსეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმაც გამოაქვეყნა და საუკეთესოებში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა, რომელთანან ერთი საქართველოს ნაკრების მოთამაშეა.

ზუკა დავითაშვილი ლიგის საუკეთესო დრიბლიორებში მეორე ადგილზე გავიდა. მან 85 მცდელობიდან 53 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც 62 პროცენტია. პირველზე მისი თანაგუნდელი ოლეგ დანჩენკო გავიდა 63 პროცენტით, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ნაკლები დრიბლინგი გააკეთა – 73, საიდანაც წარმატებული 46 აღმოჩნდა.

ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა ათეულში რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი გიორგი მელქაძეა, რომელმაც 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ მატჩში 0,42 გოლია.