სამი ქართველი ძიუდოისტი ობერვარტის ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
სამი ქართველი ძიუდოისტი ობერვარტის ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნდა და ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებს.

ავსტრიულ შეუჯიბრზე ბექაურის გარდა, ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი ბერიაშვილიც ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი თუთაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.