სამი ქართული სტარტაპ კომპანია დეზინფორმაციაზე რეაგირების პროგრამას ქმნის
USAID-ის დაფინანსებით, სამი ქართული სტარტაპ კომპანია დეზინფორმაციაზე რეაგირების პროგრამას ქმნის.
მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებმა დეზინფორმაციის აღმოჩენისა და მონიტორინგის ონლაინ ხელსაწყოები გატესტეს.
ნოემბრის პირველ კვირაში მსოფლიოში მეწარმეობის კვირეული აღინიშნება. ამ კვირეულს წელს შეუერთდა სამი ქართული სტარტაპ კომპანია, Pulsar AI, Meta Mine და wavetech.ai, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველად დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან. პროგრამა, რომლის მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებს ემყარება. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, არსებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე დაშენდეს სხვა ბიზნეს ინიციატივები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
კვირეულის ფარგლებში, კომპანიებმა ჟურნალისტებსა და დეზინფორმაციაზე მომუშავე მკვლევრებს ამ პროგრამების პირველადი ვერსიები გააცნეს.
კომპანიები კონკურსის წესით შეირჩა და ამ ტექნოლოგიის შესაქმნელად USAID-მა ჯამში 42,500 აშშ დოლარი გამოყო. პროექტი Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობით ხორციელდება და მომავალში სხვა სტარტაპ კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს.