სამი ოლიმპიადის მონაწილე 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

19:29, 17.03.2020

ამერიკული წარმოშობის იაპონელი მოციგურავე კრის რიდი, რომელიც სპორტულ ცეკვებში გამოდიოდა, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინსტაგრამში“ სპორტსმენის დამ ელისონ რიდმა დაწერა.

პრესის ინფორმაციით, სპორტსმენი აშშ-ის ქალაქ დეტროიტში გულის შეტევით გარდაიცვალა.

კრის რიდი ყინულზე ცეკვებში თავის დასთან კეტი რიდთან ერთად გამოდიოდა, ასევე მისი პარტნიორი იყო კანა მურამოტო. მას სამ ოლიმპიადაში აქვს მიღებული მონაწილეობა – ვანკუვერში, სოჭში და პიონჩანგში. იაპონიის ნაკრების რიგებში ორჯერ მოიგო მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, 10-ჯერ იყო იაპონიის ჩემპიონი.

მსგავსი