ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი | ორი მსოფლიო რეკორდი, სამი მედალი - ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი | ორი მსოფლიო რეკორდი, სამი მედალი - ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი 485 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიოს რეკორდია.

აკვრაში ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველი ცდისთვის 245 კგ ჩაწერა. ქართველი გოლიათი შტანგასთან მშვიდად მივიდა და წონა დააფიქსირა.

ამის შემდეგ ფიცარნაგზე გამოვიდა გორ მინასიანი (სომხეთი), რომელმაც 248 კგ ასწია და აკვრაში ლაშას გადაასწრო. თუმცა დროებით – ლაშა ტალახაძემ 253 კგ-იანი შტანგა აღმართა და ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა.

მესამე ცდაზე ტალახაძემ ახალ რეკორდს შეუტია 263 კგ დაძლია და ორჭიდში 485 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. აქამდე ეს რეკორდი თავად ლაშას ეკუთვნოდა – 484 კგ.

ასე და ამგვარად, მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა მოსკოვში საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ ააჟღერა. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ საქართველოს ოქროს მედალი ანტონ პლესნოიმ მოუტანა.