თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს დიმიტრი გოჩილაიძე (81 კგ) ნახევარფინალში ყაზახ ზუბანაზართან დამატებით დროში დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ამავე წონაში ზაურ დვალაშვილმა მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ რეპეჟაშში გადაინაცვლა, სადაც გერმანელ კაველიუსთან წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
შეჯიბრებაზე 73 კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი და კოტე კაპანაძე ფინალურ ბლოკში ასევე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.
17:00 – ფინალური ბლოკი