„სამგურალთან“ მომხდარი ინციდენტის გამო ფოთის „კოლხეთი“ ორ საშინაო შეხვედრას უმაყურებლოდ ჩაატარებს #1TVSPORT
„სამგურალთან“ მომხდარი ინციდენტის გამო ფოთის „კოლხეთი“ ორ საშინაო შეხვედრას უმაყურებლოდ ჩაატარებს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ფოთის „კოლხეთი“ დაისაჯა და ორ საშინაო შეხვედრას უმაყურებლოდ ჩაატარებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

„10 მაისს ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ფოთის „კოლხეთი“ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამრიგად, უახლოეს საშინაო მატჩებს, 27 მაისს თბილისის „დინამოსა“ და 17 აგვისტოს „გაგრის“ წინააღმდეგ, „კოლხეთი“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში მაყურებლების გარეშე ჩაატარებს“.

რაც შეეხება ფოთის სტადიონს, დიდი ალბათობით, „კოლხეთი“ საკუთარ ქალაქში კიდევ რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს – გუნდის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფაზისის“ არენაზე მოედნის საფრის გამოცვლა სექტემბერში დაიგეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ, საუკეთესო შემთხვევაში, გუნდი ოქტომბრამდე „ფაზისზე“ ვერ დაბრუნდება.