„სამგურალში“ 16 წლის თავდამსხმელმა ითამაშა
„სამგურალში“ 16 წლის თავდამსხმელმა ითამაშა

ვოლოჩისკის „აგრობიზნესთან“ ფრედ დასრულებულ (1:1) შეხვედრაში, წყალტუბოს „სამგურალში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა 16 წლის თავდამსხმელმა კირილე შვანგირაძემ – მან მატჩის 84–ე წუთზე გიორგი ბუხაიძე შეცვალა.

წყალტუბოელთა დებიუტანტმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და სადებიუტო შეხვედრაზე ილაპარაკა.

„დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, ვნერვიულობდი მაგრამ ბიჭებისგან და მწვრთნელებისგან წამოსულმა მუხტმა ჩემზე კარგად იმოქმედა. რაც შეეხება თამაშს, ჩემი აზრით, მეორე ტაიმში შედარებით კარგად გამოვიყურებოდით და თამაშის მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც მე გვერდში მიდგას. ვეცდები, რომ მათი იმედები გავამართლო“, – ამბობს კირილე შვანგირაძე.

კირილე შვანგირაძე ეროვნულ ლიგაში 16 წლის ერთადერთი ფეხბურთელი არ იქნება. „თელავში“ ახლახანს თბილისის „მერანიდან“ დაიმატეს გიორგი ხაბულიანი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, ლიგაში უკვე 10 მატჩი ჩაატარა.