„სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე უზბეკური გუნდი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე უზბეკური გუნდი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს „სამგურალმა“ უზბეკური „ყიზილყუმის“ წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 2:0 დაამარცხა.

„ყიზილყუმი“ უზბეკეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანია. შეხვედრაში ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში ომარ პატარკაციშვილმა თავური დარტმით გახსნა, მეორე გოლი კი ლადო ჩიხრაძემ გაიტანა.

„სამგურალი“ (სასტარტო): შოვნაძე, ბურჯანაძე, მაისაშვილი, ბული, ლომინაძე, ბაშელეიშვილი, ლ, ხორხელი, ნ. ხორხელი, ვერულიძე, სიმდიანკინი, ნიქაბაძე.

სათადარიგოები: ყალიჩავა, ჯამიუ, პატარკაციშვილი, კიკაბიძე, კალანდარიშვილი, ჯეფინიო, ჩიხლაძე, კოჟევნიკოვი, კუხიანიძე, ჩიხრაძე, პანიუკოვი.

მომდევნო საკონტროლო მატჩს „სამგურალი“ 10 თებერვალს უკრაინული „კოლოსის“ წინააღმდეგ გამართავს.