„სამგურალმა“ „თელავს“ მოუგო და სხვაობა გაზარდა #1TVSPORT
„სამგურალმა“ „თელავს“ მოუგო და სხვაობა გაზარდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მორიგ შეხვედრას წყალტუბოს სტადიონმა უმასპინძლა – „სამგურალმა“ „თელავი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„26 მაისი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში წყალტუბოელები მე-4 წუთზე სწრაფი და ეფექტური კომბინაცია ფლანგზე თედო კიკაბიძემ განავითარა და საჯარიმოში ირაკლი რუხაძე მოძებნა, რომელმაც გუნდი დააწინაურა.

27-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა განახორციელეს, დემურ ჩიხლაძის გადაცემის შემდეგ, ზუსტად ნიკა კალანდარიშვილმა დაარტყა და „სამგურალი“ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

88-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, ლაშა ქოჩლაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „თელავმა“ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა – „სამგურალმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, 20 ქულით მე-5 ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ „თელავთან“ (16) უპირატესობა გაზარდა.