„სამგურალმა“ „საბურთალოს“ ვერაფერი მოუხერხა - თბილისელებმა კონკურენტებთან უპირატესობა გაზარდეს #1TVSPORT
„სამგურალმა“ „საბურთალოს“ ვერაფერი მოუხერხა - თბილისელებმა კონკურენტებთან უპირატესობა გაზარდეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და სამეულისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

სამგურალმა“ უკვე მე-5 წუთზე მაოხერხა დაწინაურება – სტუმრები წინ გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა სერგო კუხიანიძემ გაიყვანა 1:0. „საბურთალომ“ მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი წინ გავიდა.

48-ე წუთზე, თბილისელთა მოლდაველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანა, ხოლო მე-60 წუთზე სტუმართა კარში დანიშული პენალტი გამოიყენა იური ტაბატაძემ (რომელმაც პირველ გოლზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა) და „საბურთალომ“ 2:1 მოიგო.

ამ გამარჯვებით, „საბურთალომ“ 49 ქულა დააგროვა და „ლოკომოტივთან“ (44) და გორის „დილასთან“ (44) უპირატესობა გაზარდა, ხოლო „სამგურალი“ 36 ქულით ისევ მე-6 ადგილზე დარჩა.