„სამგურალმა“ ქუთაისში „ტორპედო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„სამგურალმა“ ქუთაისში „ტორპედო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ამხანაგურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და წყალტუბოელების გამარჯვებით დასრულდა. 

26-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ახალგზარდული ნაკრების თავდამსხმელმა, სერგო კუხიანიძემ გახსნა, რომელმაც 74–ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „სამგურალის“ სასარგებლოდ.

წყალტუბოს „სამგურალისპრეს-სამსახურის ცნობით, ეროვნული ლიგის მომდევნო, მე-6 ტურიდან გუნდი წყალტუბოში ბრუნდება. წყალტუბოელები „სამტრედიას“ 26 მაისის სახელობის არენაზე უმასპინძლებენ – 15:00 საათზე დაიწყება.