„სამგურალმა“ ორი სპარინგი დაგეგმა
„სამგურალმა“ ორი სპარინგი დაგეგმა

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული წყალტუბოს „სამგურალი“ ჩემპიონატისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. გუნდმა საკონტროლო მატჩები დაგეგმა. მანამდე, „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა გუნდი ორ ნაწილად გაჰყო და ერთმანეთში ათამაშა. ისუფ ტურესა და ნიკა კალანდარიშვილის გარდა ურთიერთშეხვედრაში ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ტურე გუნდს უახლოეს დღეებში შემოუერთდება. კალანდარიშვილი კი ვარჯიშზე დაშავდა და ამის გამო ვერ ითამაშა.

რაც შეეხება პირველ საკონტროლო შეხვედრას – „სამგურალი“ 23 იანვარს ქობულეთის „შუქურასთან“ წყალტუბოში გამართავს. გუნდი თვის ბოლოს მეორე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს, თუმცა, მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.