„სამგურალმა“ მოიგო და მესამეზე დაწინაურდა #1TVSPORT
„სამგურალმა“ მოიგო და მესამეზე დაწინაურდა #1TVSPORT

„სამგურალმა“ ეროვნული ლიგის მესამე ტურში „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.

მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის არენაზე გაიმართა, სადაც მოედანი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო. ეს მეტოქეებს ხელს უშლიდა. ამის ფონზე „სამგურალმა“ პირველი ტაიმის მიწურულს (41-ე წუთზე) მშვენიერი შეტევა განახორციელა, დემურ ჩიხლაძის გადაცემით ნიკა კალანდარიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში თამაშის გადასარჩენად „თელავი“ გააქტიურდა, რეალური საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლეს და წყალტუბოელებმა სეზონში მეორე გამარჯვებას მიაღწიეს – 1:0.

„სამგურალმა“ 3 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „თელავს“ ჯერ თამაში არ მოუგია, გოლიც არ გაუტანია და ერთი ქულით მეცხრე პოზიციაზეა.