„სამგურალმა“ მატჩი ბოლო წამზე გადაარჩინა
„სამგურალმა“ მატჩი ბოლო წამზე გადაარჩინა

ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ტური ბოლნისში გამართული შეხვედრით დასრულდა – ადგილობრივმა „სიონმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა.

„თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართული დაპირისპირება „სიონისთვის“ სასურველ კალაპოტში წარიმართა და გუნდი სამი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო. მე-18 წუთზე ანგარიში „სიონის“ თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ გახსნა, მაგრამ წყალტუბოელებმა წონასწორობა 73-ე წუთზე პენალტით აღადგინეს – ბოლნისელთა კარი სერგო კუხიანიძემ აიღო.

განსაკუთრებით დრამატული გამოდგა ბოლო წუთები. 89-ე წუთზე „სამგურალის“ კარი მეორედ
ზვიად სიხარულიამ აიღო და „სიონი“ მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ წყალტუბოელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე (90+5) სერგო კუხიანიძემ ულამაზესი გოლით დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა – 2:2.

მესამე ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა – ხუთ შეხვედრაში 17 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ მატჩში – 3,4 გოლი. გათამაშებას ცხრა ქულით ქობულეთის „შუქურა“ მასპინძლობს, მეორეზე კი ექვსი ქულით მარტვილის „მერანია“. მეოთხე ტურის მატჩები 20-22 ივლისს გაიმართება.