„სამგურალმა“ კოტდივუარელი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ კოტდივუარელი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ 26 წლის კოტდივუარელი ფორვარდი გნამიენ იიკპე დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი გუნდის ახალწვეული ბოლოს მაროკოს ჩემპიონატში, „ტიჰად დე კასაბლანკასა“ და „ხემისეტში“ თამაშობდა. „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ აშვეთიამ გნამიენს, სიმბოლურად, გუნდის 39-ნომრიანი მაისურა გადასცა და კოტდივუარელ ლეგიონერს წარმატებები უსურვა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„მოხარული ვარ, რომ „სამგურალს“ შემოვუერთდი. გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ვეცდები, ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. თუმცა აქ ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე მატჩს დავესწარი და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. გუნდები კარგ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ“, – განაცხადა გნამიენ იიკპემ.