„სამგურალმა“ ხორხელის ეფექტური გოლით გაიმარჯვა, „კოლხეთი“ უზბეკურ გუნდთან დამარცხდა #1TVSPORT
„სამგურალმა“ ხორხელის ეფექტური გოლით გაიმარჯვა, „კოლხეთი“ უზბეკურ გუნდთან დამარცხდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე კოსტანაის „ტობოლს“ დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი ყაზახური გუნდის კარში მე-20 წუთზე ლუკა ხორხელმა გაიტანა.

გოლი ძალიან ეფექტური გამოვიდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედნის ცენტრიდან კარისკენ დაიძრა, მეტოქეები ჩამოიშორა, შორიდან ძლიერად დაარტყა და ყაზახური გუნდის კარის აღება მოახერხა.

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ბელეკში მიმდინარე შეკრებაზე მეოთხე ამხანაგურ შეხვედრა ფერგანის „ნეფტჩისთან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა. უზბეკური გუნდის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი იცავს – ბაჩანა არაბული და გიორგი ნიქაბაძე, რომელიც 2015-16 წლების სეზონში „კოლხეთი 1913“-ში თამაშობდა.

„ნეფტჩიმ“ ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა. ფოთელების კარში დანიშნული პენალტი რუმინელმა თავდამსხმელმა, მიჰაი რომანმა გამოიყენა, მე-80 წუთზე კი საბოლოო ანგარიში ბილოლხონ ტოშმირზაევმა დააფიქსირა.