„სამგურალმა“ განელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ განელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ განელი ფეხბურთელი დაიმატა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

წყალტუბოს „სამგურალის“ ახალწვეული 25 წლის ელვის საკია. განელი ლეგიონერი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია და ბოლოს ისრაელის პირველი ლიგის აფულას „ჰაპოელში“ თამაშობდა.

„სამგურალის“ ახალწვეულმა პროფესიული კარიერა სამშობლოში, კლუბ „ჩეტაჰში“ დაიწყო. 2009 წელს დაარსებულმა კლუბმა დაიწყო ახალგაზრდების სელექცია მთელ განაში და ისეთ წარმატებებს მიაღწია, 2021 წელს, FIFA-ს 2020 წლის გლობალური ტრანსფერების ბაზრის ანგარიშში, კლუბი აფრიკის იმ ტოპ 10 კლუბს შორის მოხვდა, რომელიც ყველაზე მეტი ტრანსფერი განახორციელა.

კლუბის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს შორის არიან კრისტიან აცუ (2013–2017 ჩელსი), ემანუელ ტოკუ (2021– პლოვდივის ბოტევი) და ალჰასან ვაკასო (2017–2021 ვიტორია გიმაარეში), საიდანაც 2017 წელს გადავიდა თურქულ „მალთეპესპორში“. მისი მოდევნო კლუბი იყო კვიპროსული „ლარნაკა“. კვიპროსიდან მალტაში გადაინაცვლა და „გზირა იუნაიტედსა“ და „სინგლ ატლეტიკში“ ითამაშა.

2020 წლიდან ელვის საკი ისრაელში მიიწვიეს, სადაც ჯერ ფეთაჰ თიკვას „მაკაბის“ ღირსებას იცავდა, შემდეგ კი აფულას „აპოელში“ ირიცხებოდა. ისრაელიდან კარიერა სლოვენიურ „პრიმორიეში“ უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა და საკიმ „სამგურალთან“ კონტრაქტი თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა.