„სამგურალმა“ განელი ნახევარმცველი და უკრაინელი მეკარე დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ განელი ნახევარმცველი და უკრაინელი მეკარე დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალში“ განელი ნახევარმცველი ჯუდ არტური დაბრუნდა – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ამერიკული „ჩატანოგადან“ „სამგურალში“ განელი ნახევარმცველი ჯუდ არტური დაბრუნდა, რომელიც ჩვენს გუნდში 2023 წელს თამაშობდა. ამის შემდეგ „ჩატანოგაში“ გადავიდა და ერთი წელი აშშ-ში ითამაშა“, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

განელი ნახევარმცველის გარდა, „სამგურალმა“ 21 წლის უკრაინელი მეკარე, როსტისლავ ბელოვი დაიმატა, რომელიც „დნიპროს“, „მიკოლაევისა“ და „ზორიას“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ტანმაღალმა მეკარემ (197 სმ.) პროფესიული კარიერა „მიკოლაევის“ ძირითად გუნდში დაიწყო, საიდანაც პოლონურ „კუზნიაში“ გადავიდა, ბოლოს კი ლიეტუვის კლუბ „მინიაში“ გამოდიოდა.

ბელოვმა „სამგურალთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა – უკრაინელი მეკარე გუნდთან ერთად თურქეთში შეკრებაზეც იმყოფებოდა და საკონტროლო მატჩებიც ჩაატარა.