„სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის მზადება განაახლა
„სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის მზადება განაახლა

თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელებმა სამი დღე დაისვენეს და ჩემპიონატისთვის მზადება განაახლეს, – გუნდის სამზადისზე ინფორმაციას „სამგურალის“ გვერდი ავრცელებს.

წყალტუბოში სტადიონზე სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამის გამო, უჩა სოსიაშვილის გუნდი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე შეიკრიბა და თბილისის „დინამოსთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო.

სამგურალი“ ეროვნულ (უმაღლეს) ლიგაში 19-წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზებს. 27 თებერვალს ჩემპიონატის გახსნის მატჩში წყალტუბოელები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და სუპერთასის მფლობელს „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.