„სამგურალმა“ ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ 20 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი, ვინისიუს ვიანა დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ვინისიუს, ​კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს კლუბში, წარმატებებს გისურვებთ „სამგურალთან” ერთად“.

სამგურალის“ ახალწვეული „ვასკო და გამასა“ და „ამერიკა მინეიროს“ 20-წლამდელთა გუნდებში თამაშობდა, ბოლოს კი „ფორტალეზას“ ახალგაზრდულ გუნდის ღირესაბას იცავდა.

აღსანიშნავია, რომ „სამგურალის“ ორი ლეგიონერი ტაჯიკეთის ნაკრებში გამოიძახეს – ალიჯონ აინმა საუდის არაბეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ითამაშა, იგი მოედანზე 73-წუთზე შევიდა, მცველი, მეჰრუბონ ქარიმოვი კი სათადარიგოთა შორის იყო.

მატჩი საუდის არაბეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 1:0.