„სამგურალის“ უკრაინელი მწვრთნელი - სანაკრებო პაუზა კარგად უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
„სამგურალის“ უკრაინელი მწვრთნელი - სანაკრებო პაუზა კარგად უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT

ოლექსანდრ პოკლონსკის დებიუტი წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში წარმატებული გამოდგა – გუნდმა ქობულეთის „შუქურა“ 5:0 დაამარცხა.

უკრაინელმა სპეციალისტმა სადებიუტო შეხვედრაზე და ქართულ გუნდში მუშაობის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ფსაქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ რთული თამაში იყო. „შუქურა“ ბოლო ადგილზე იმყოფება და იყო საფრთხე, რომ მეტოქეს სათანადოდ არ დავაფასებდით. თუმცა ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დავალებები კარგად გაითავისეს და მოვიგეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა.

ეს სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩემპიონატში მთავარი ბრძოლები ახლა იწყება. ამ მატჩში სათამაშო სქემა მცირედით შევცვალეთ. ჩანაფიქრის განხორციელება ყოველთვის არ გამოდიოდა, რადგან სიახლეების დასანერგად მცირე დრო გვქონდა.

ახლა სანაკრებო პაუზაა და იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდში კარგად ვიმუშავებთ. შევეცდებით გავაუმჯობესოთ იმ მოთამაშეების ფიზიკური კონდიციები, რომლებმაც შეკრება ვერ გაიარეს. ტაქტიკაზეც ვიმუშავებთ, რადგან საამისოდ დრო არის“, – ამბობს ოლექსანდრ პოკლონსკი.