„სამგურალის“ საქველმოქმედო აქცია - წყალტუბოელი ფეხბურთელები მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ #1TVSPORT
„სამგურალის“ საქველმოქმედო აქცია - წყალტუბოელი ფეხბურთელები მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა წყალტუბოს „სამგურალმა“ საქველმოქმედო აქცია მოაწყო. ეროვნული ლიგის გუნდის მოთამაშეები მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„გუნდის ფეხბურთელები წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში მცხოვრებ ჩიხლაძეების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და მასპინძლებს სურსათ-სანოვაგე და სხვა საჩუქრები გადასცეს“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

წყალტუბოს „სამგურალისთვის“ ეს პირველი საქველმოქმედო აქცია არ არის. გუნდის წევრები პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ბავშვებს არაერთხელ დაეხმარნენ.

სამგურალი“ ეროვნული ლიგის ახალი გათამაშების აღმოჩენაა. გიორგი მიქაძე და მისი ფეხბურთელები კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფურცელს წერენ, რადგან 10 მატჩია დაუმარცხებლები არიან და მესამე ადგილზე არიან.

წყალტუბოს „სამგურალი“ პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბათუმის „დინამოს“ 4 გოლი გაუტანა. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გიორგი მიქაძის გუნდმა საქართველოს ჩემპიონს ღირსეული ბრძოლა გაუმართა და შეხვედრა 4:4 დაასრულა.