„სამგურალის“ სამი მოთამაშე ნაკრებებში გამოიძახეს - შარბელ გომეზი ბენინის ეროვნულ გუნდში მოემზადება #1TVSPORT
„სამგურალის“ სამი მოთამაშე ნაკრებებში გამოიძახეს - შარბელ გომეზი ბენინის ეროვნულ გუნდში მოემზადება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ სამი მოთამაშე სანაკრებო თამაშებზე გამოიძახეს – მათგანი ორი ლეგიონერია, ერთი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე.

საყრდენი ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის მოემზადება – რამაზ სვანაძის გუნდი 26 ნოემბერს სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

ცენტრალური მცველი მეხრუბონ ქარიმოვი ტაჯიკეთის 23-წლამდე (ოლიმპიური) ნაკრებშია გამოძახებული – გუნდი 2024 წლის აზიის თასისთვის ემზადება და 14-22 ნოემბერს ოთხი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი – ორი ჩინეთთან, ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროებთან და ქუვეითთან.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის, ბენინის ნაკრებში „სამგურალის“ ნახევარმცველი შარბელ გომეზი გამოიძახეს. ბენინის ეროვნული გუნდი 18 და 21 ნოემბერს სამხრეთ აფრიკისა და ლესოტოს ნაკრებებს შეხვდება.