„სამგურალის“ განელი ლეგიონერი ამერიკაში ითამაშებს #1TVSPORT
„სამგურალის“ განელი ლეგიონერი ამერიკაში ითამაშებს #1TVSPORT

24 წლის განელი ლეგიონერი ჯუდ არტური „სამგურალიდან“ კარიერას ამერიკულ „ჩატანოგაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ტრანსფერში მოანწილე ორივე გუნდის ვებგვერდი ადასტურებს.

„სასიამოვნო იყო აქ გატარებული პერიოდი. მიხარია, რომ „სამგურალის“ ისტორიის ნაწილი ვარ. ძალიან მიყვარს საქართველო და აქაური ცხოვრების წესი. თუმცა ფეხბურთელის კარიერა ასეთია და კლუბის შეცვლა გვიწევს. გუნდს მიმდინარე სეზონში წარმატებებს ვუსურვებ. „სამგურალი“ მუდამ ჩემს გულში იქნება“, – ამბობს ჯუდ არტური.

არტური „სამგურალის“ ღირსებას ერთი წლის განმავლობაში იცავდა. ეროვნულ ლიგაში მან 32 შეხვედრა ჩაატარა. ამერიკული საფეხბურთო კლუბის ცნობით, განელ ფეხბურთელთან „ჩატანოგამ“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით გახანგრძლივების ოპციით. „სამგურალის“ ყოფილი ფეხბურთელი 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჯუდ არტური გუნდს ვიზის მიღების შემდეგ შეუერთდება.

„ჯუდი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს ნახევარდაცვას სჭირდება. ის ტექნიკურია, მობილური და დაცვას კარგად ეხმარება, რაც ჩვენს ხედვას შეესაბამება – ასეთი მოთამაშე გვჭირდება. გვჯერა, რომ ჯუდ არტური ის ფეხბურთელია, რომელიც გაგვაძლიერებს“, – განაცხადა ამერიკული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, როდ ანდერვუდმა.