„სამგურალის“ ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ - ფრუიძე გუნდს განახლებისთვის ამზადებს #1TVSPORT
„სამგურალის“ ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ - ფრუიძე გუნდს განახლებისთვის ამზადებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგის განახლებამდე აქტიურად ემზადება. ცნობილი გახდა, რომ ხუთი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და გუნდს დაუბრუნდა.

ლაპარაკია ისეთ მოთამაშეებზე, რომელთა ნაწილი გუნდში საკვანძო როლს ასრულებს, ნაწილიც შემცვლელია – მაქსიმე ქვილითაია, დემურ ჩიხლაძე, ნიკა კალანდარიშვილი, გიორგი თევზაძე და ალექსანდრე ვერულიძე. მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამ ხუთეულმა 7 აგვისტოს გორის „დილასთან“ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრა გამოტოვა, რომელიც წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლუბი, „სამგურალი“ დამარცხდა – 1:3.

მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემსამგურალი“ 20 აგვისტოდან ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ჩემპიონატი შეჩერებულია და მისი განახლება 4 სექტემბრიდან დაიგეგმა.

თუ პანდემიამ კალენდარში მორიგი ცვლილება არ შეიტანა, წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრას გასვლაზე ქობულეთის „შუქურასთან“ 12 სექტემბერს გამართავს.