„სამგურალის“ ბრაზილიელი ახალწვეული - ადაპტაციაში ჯეფინიო მეხმარება #1TVSPORT
„სამგურალის“ ბრაზილიელი ახალწვეული - ადაპტაციაში ჯეფინიო მეხმარება #1TVSPORT

ლუიშ ფერნანდო ბულიმ, რომელიც წყალტუბოს „სამგურალში“ წელს ჩაირიცხა, ახალ გუნდზე, შეკრებაზე და ადაპტაციაზე ისაუბრა, ასევე იმედი გამოთქვა, რომ თანამემამულე ჯეფინიო დაეხმარება.

„მიხარია, რომ „სამგურალში“ მოვედი, სადაც ყველა ძალიან მეგობრულად მექცევა. გუნდი კვალიფიციური, კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვეცდები, ადაპტაცია რაც შეიძლება სწრაფად გავიარო და მწვრთნელის დავალებები შევასრულო, გულშემატკივარი კი კარგი თამაშით გავახარო.

ჩამოსვლამდე საქართველოს და კლუბის შესახებ არაფერი ვიცოდი. როდესაც მიმიწვიეს, ინტერნეტში ინფორმაცია მოვიძიე და გავარკვიე, რომ საქართველოს დიდი ისტორია აქვს, „სამგურალი“ კი ევროსაგზურისთვის იბრძოდა. ახლაც ამბიციები აქვს და იემდი მაქვს, კლუბთან ერთად ახალ ისტორიას დავწერ.

ადაპტაციაში ჯეფინიო მეხმარება, რომელიც გვერდში მიდგას და ყველაფერს მიხსნის. ვფიქრობ, გუნდს მალე შევეწყობი და მიზნის მიღწევაში დავეხმარები“, – ამბობს ლუიშ ფერნანდო ბული.

წყალტუბოს „სამგურალმა“ ბრაზილიელი მცველი ლუიშ ფერნანდო ბული თურქულ შეკრებაზე დაიმატა. 22 წლის მარცხენა მცველი ბოლოს რიო დე ჟანეიროს „ბოავიშტაში“ თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი იყო ბრაზილიური კლუბების, „ფლუმინენსეს“, „კაბოფრიენსეს“, „ტაუბატეს“, „გრემიო პრუდენტესა“ და „იკასას“ ფეხბურთელი.