„სამგურალიდან“ ლატვიაში - ლუქმან გილმორი „ლიეპაიაში“ ითამაშებს #1TVSPORT
„სამგურალიდან“ ლატვიაში - ლუქმან გილმორი „ლიეპაიაში“ ითამაშებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ 26 წლის უნივერსალი ლუქმან გილმორი კარიერას ლატვიურ კლუბში, „ლიეპაიაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.

ლუქმან გილმორი საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა და რამდენიმე გუნდში ითამაშა – ხონის „იმერეთში“, თბილისის „დინამოში“, „ზუგდიდში“, 2021 წლიდან „სამგურალის“ წევრია. მას ნიგერიის 17 და 23-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

გილმორი ეროვნული ლიგიდან ერთადერთი მოთამაშე არაა, რომელიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ლიეპაიაში“ გადავიდა. მანამდე ლატვიურ კლუბში ჩაირიცხა 24 წლის მეკარე ლუკა სანიკიძე, რომელიც „საბურთალოს“ აღზრდილია, 2017 წლიდან კი „თელავში“ თამაშობდა, იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი.

ლიეპაიას“ მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა – 48 წლის ქართველი სპციალისტი, რომელიც ლატვიაში თამაშობდა და კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერაც იქვე განაგრძო.

პერტია ლატვიაში „დაუგავას“, რიგის „სკონტოს“, „ვალმიერას“ ავარჯიშებდა, ორჯერ იყო „ლიეპაიას“ მწვრთნელი – პირველად 2017-2018 წლებში, ხოლო მეორედ გუნდს სათავაში 2022 წლიდან ჩაუდგა.