„სამგურალი“ წყალტუბოში, სავარაუდოდ, აპრილში დაბრუნდება #1TVSPORT
„სამგურალი“ წყალტუბოში, სავარაუდოდ, აპრილში დაბრუნდება #1TVSPORT

წყალტუბოში მოედნის რეაბილიტაცია დასრულებულია, მაგრამ „სამგურალი“ საკუთარ სტადიონზე მხოლოდ აპრილში დაბრუნდება – ამის შესახებ კომენტარი გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ აშვეთიამ გააკეთა.

„წყუალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარი გამოცვლილია და სავარაუდოდ, ჩვენს მოედანზე აპრილში ვითამაშებთ. თუმცა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულებამდე, სავარჯიშო პროცესი ზესტაფონში გაგრძელდება, შემდეგ კი გუნდი სავარჯიშოდ წყალტუბოში გადმოვა და აქ გააგრძელებს მომზადებას. იქამდე ცოტა უნდა გავიჭირვოთ, შემდეგ კი საკუთარ ბაზაზე ვარჯიში უფრო კომფორტული იქნება“, – ამბობს „სამგურალის“ სპორტული დირექტორი.

მიხეილ აშვეთიამ კლუბის ფანშოპის გახსნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მხრივ სიახლეებია: 

„აღნიშნულ საკითზე მიდის მუშაობა, ველოდებით ჩვენი ტექნიკური პარტნიორის „ჰუმელის“ წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლას, რომელთანაც ფანშოპის თემაზეც გვექნება საუბარი და ვიმედოვნებთ, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება“.

წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგის პირველ საშინაო შეხვედრას მხოლოდ მესამე ტურში, 8 მარტს ჩაატარებს. გუნდი „თელავს“ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.