„სამგურალი“ თურქეთში პირველ მატჩს გამართავს
„სამგურალი“ თურქეთში პირველ მატჩს გამართავს

წყალტუბოს „სამგურალი“ ახალი სეზონისთვის 1 თებერვლიდან ანტალიაში ემზადება. გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილები თურქეთში პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 თებერვალს გამართავენ.

წყალტუბოს „სამგურალი“ პირველ სპარინგში ბულგარეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან კირჯალის „არდას“ დაუპირისპირდება. ამხანაგური შეხვედრა 5 თებერვალს თბილისის დროით 15:30 საათზე სიდეში გაიმართება.

უჩა სოსიაშვილის გუნდმა 4 თებერვალს ორჯერადად ივარჯიშა. „სამგურალი“ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრის სტატუსით ითამაშებს. გუნდში ბევრი ახალწვეულია და უჩა სოსიაშვილის მიზანი გუნდის შეთამაშებაა.