„სამგურალი“-„ტორპედოს“ მატჩზე VAR სისტემა იმუშავებს #1TVSPORT
„სამგურალი“-„ტორპედოს“ მატჩზე VAR სისტემა იმუშავებს #1TVSPORT

6 ნოემბერს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონი უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას უმასპინძლებს – ერთმანეთს ევროსაგზურისთვის მებრძოლი „სამგურალი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან.

წყალტუბოს გუნდის პრესსამსახურის ცნობით, მატჩზე მსაჯის ვიდეო ასისტენტის (VAR) სისტემა იქნება გამოყენებული. შეხვედრის მნიშვნელობიდან და პრინციპულობიდან გამომდინარე, იმერულ დერბიში ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში 26 მაისის სახელობის არენაზე სამსაჯო ბრიგადას დაეხმარება VAR – ალეკო აფციაური და VAR-ის ასისტენტი გიორგი ელიკაშვილი. რაც შეეხება სამსაჯო ბრიგადას, მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება.

32 ტურის შემდეგ „სამგურალი“ 52 ქულით მესამე ადგილზეა, რომელსაც სამი ქულით ქუთაისის „ტორპედო“ ჩამორჩება. 6 ნოემბერს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე მატჩი 14 საათზე დაიწყება.