„სამგურალი“ „საბურთალოს“ უმაყურებლოდ უმასპინძლებს - სააპელაციო კომიტეტმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა #1TVSPORT
„სამგურალი“ „საბურთალოს“ უმაყურებლოდ უმასპინძლებს - სააპელაციო კომიტეტმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, წყალტუბოს „სამგურალი“ თბილისის ,,საბურთალოს“ უმასპინძლებს. მატჩი 29 ივნისს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოელები „საბურთალოს“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ეთამაშებიან, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს და ამის მიზეზზეც წერს.

„სამწუხაროდ, „საბურთალოსთან“ შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. მოგეხსენებათ, მეორე წრეში თბილისის „დინამოსთან“ საშინაო მატჩის შემდეგ სადისციპლინო კომიტეტმა წყალტუბოს სტადიონზე სამი მატჩით აკრძალა გულშემატკივრების დასწრება. „თელავთან“ მატჩის შემდეგ კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სადისციპლინო კომიტეტის მიღებული ვერდიქტი ამ დროის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა სააპელაციო კომიტეტმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის გამოც მომდევნო ორ საშინაო შეხვედრას „სამგურალი“ მაყურებლების გარეშე გამართავს“, – წერია „საბურთალოს“ პრესსამსახურის განცხადებაში.

ეროვნული ლიგაში გამართული 19 მატჩის შემდეგ „სამგურალმა“ 27 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, ამ შეხვედრის მოგებით კი მინიმუმამდე შეამცირებს სხვაობას „საბურთალოსთან“ (31) და სამეულის გუნდებთან. თავის მხრივ, „საბურთალოს“ მოგებით შეუძლია გადაასწროს „ლოკომოტივს (33), გორის „დილას“ (32) და მესამე ადგილზე დაწინაურდეს.