„სამგურალი“ პირველ ამხანაგურ მატჩში დამარცხდა #1TVSPORT
„სამგურალი“ პირველ ამხანაგურ მატჩში დამარცხდა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს „სამგურალმა“ პირველი ამხანაგური მატჩი თურქეთის სუპერლიგის „უმრანიესპორთან“ გამართა და დამარცხდა.

„სამგურალის“ თავკაცმა გიორგი მიქაძემ ორივე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობები ათამაშა. მეტოქემ კი, რომლისთვისაც დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა იყო, საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზა.

„უმრანიესპორმა“ ანგარიში მე–10 წუთზე გახსნა. თურქები მსრიჩის პენალტით დაწინაურდნენ. 33–ე წუთზე ხორვატმა ლეგიონერმა წყალტუბოელთა კარი მეორედ აიღო და დუბლი შეასრულა. მესამედ კი „სამგურალს“ 47–ე წუთზე დელ ვალემ გაუტანა და თურქულმა კლუბმა 3:0 მოიგო.

„სამგურალმა“ ამ ამტჩის შემდეგ თურქულ შეკრებაზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გიორგი მიქაძის გუნდი ხვალ ამხანაგურ შეხვედრას „ერზრუმსპორის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.