„სამგურალი“ მზადებას თურქეთში განაგრძობს
„სამგურალი“ მზადებას თურქეთში განაგრძობს

წყალტუბოს „სამგურალი“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც ეროვნული ლიგისთვის მზადებას განაგრძობს. უჩა სოსიაშვილის გუნდი ლარაში დაბინავდა და ახალი სეზონისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება:

მეკარეები: მაქსიმე ქვილითაია, კახა მეშველიანი, მურმან სვანიძე.

მცველები: შალვა ბურჯანაძე, ომარ პატარკაციშვილი, ლევან ქურდაძე, გიგი მჭედლიშვილი, გიორგი თევზაძე, თედო კიკაბიძე, ლუკა ასათიანი, გაგა გაზდელიანი.

ნახევარმცველები: პაპუნა ფონიავა, ილია ახლედიანი, გრიგოლ დოლიძე, უშანგი ბანძელაძე, ლუქმან გილმორი, ისუფ ტურე, ნიკა კალანდარიშვილი, დემურ ჩიხლაძე.

თავდამსხმელები: დათო კირკიტაძე, ალექსანდრე ვერულიძე, სერგო კუხიანიძე, ირაკლი ლექვთაძე, კირილე შვანგირაძე, გიორგი ბუხაიძე.

სამგურალმა“ საღამოს აღდგენითი ვარჯიში გამართა – ფეხბურთელებმა ჯერ დარბაზში ივარჯშეს, შემდეგ კი მოედანზე მსუბუქად დაიტვირთნენ. დღეიდან გუნდი ორჯერად წვრთნაზე გადავა. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი ანტალიაში 17 თებერვლამდე დარჩება და ვარჯიშებთან ერთად, 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.