„სამგურალი“ „კოლხეთს“ დაუზავდა და ეროვნულ ლიგაში პირველი ქულა მოიპოვა #1TVSPORT
„სამგურალი“ „კოლხეთს“ დაუზავდა და ეროვნულ ლიგაში პირველი ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩით დაიწყო. „სამგურალმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი ქულა მოიპოვა – 1:1.

ანგარიში მეოთხე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ლაშა კოხრეიძემ ბურთი საჯარიმოში მიიღო და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გოლის ავტორი გახდა.

წყალტუბოელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. მე-15 წუთზე „სამგურალის“ სწრაფი კონტრშეტევა ფლანგზე ჟან კარლოსმა განავითარა და საჯარიმოში ლუკა შეროზია მონახა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

„სამგურალი“ ოთხი ტურის შემდეგ ერთი ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ ხუთი ქულით მეხუთე ადგილზე გადავიდა.